EYCR – UPSHIFT
ახალგაზრდების გაძლიერება კლიმატისადმი მდგრადობისა და კატასტროფების რისკის შემცირების მიმართულებით განათლებისა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების საშუალებით
- აბრევიატურა: EYCR – UPSHIFT
- დაწყების თარიღი: 01.06.2026
- დასრულების თარიღი: 31.08.2027
- გეოგრაფიული დაფარვა: თბილისი, ბათუმი, ოზურგეთი, ქუთაისი, თელავი
პროექტის მოკლე აღწერა
საქართველო სულ უფრო ხშირად დგას კლიმატური რისკების წინაშე, მათ შორის წყალდიდობების, გვალვებისა და მეწყრების, რომლებიც განსაკუთრებით აზიანებს ახალგაზრდებსა და შეზღუდული ადაპტაციის შესაძლებლობების მქონე თემებს. 15-22 წლის ახალგაზრდები მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ, თუმცა დიდწილად გამორიცხულნი არიან კლიმატთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებისა და კატასტროფების რისკის შემცირების (DRR) დაგეგმვის პროცესებიდან. არსებული საგანმანათლებლო სისტემები მოკლებულია პრაქტიკულ, ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ კლიმატის წიგნიერების კურიკულუმს, რის გამოც ახალგაზრდები არასაკმარისად მზად არიან გარემოსდაცვითი გამოწვევების გასააზრებლად, მათზე რეაგირებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების შესამუშავებლად.
სამიზნე მუნიციპალიტეტები - თბილისი, ქუთაისი, ოზურგეთი, ბათუმი და თელავი - საქართველოს სხვადასხვა გეოგრაფიულ და სოციალურ-ეკონომიკურ გარემოს წარმოადგენენ და თითოეული მათგანი სპეციფიკური კლიმატური მოწყვლადობის წინაშე დგას. ახალგაზრდების ჩართულობის ბარიერებია პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლების შეზღუდული ხელმისაწვდომობა, მენტორული ქსელების ნაკლებობა, ახალგაზრდული ინიციატივების არასაკმარისი დაფინანსება და გარემოსდაცვით განათლებაში ციფრული ხელსაწყოების არასაკმარისი ინტეგრაცია.
პროგრამა სრულ თანხვედრაშია საქართველოს კლიმატის ადაპტაციის ეროვნულ გეგმასთან, კატასტროფების რისკის შემცირების Sendai-ს ჩარჩოსთან (2015-2030) და ეროვნულ ახალგაზრდულ პოლიტიკასთან. იგი პირდაპირ პასუხობს კლიმატის მდგრადობაში ახალგაზრდების სტრუქტურირებული, მრავალეტაპიანი ჩართულობის საჭიროებას - განათლების, ინოვაციისა და საზოგადოებრივი მოქმედების გაერთიანებით.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, როგორც ინოვაციებზე ორიენტირებული წამყვანი დაწესებულება UPSHIFT-ის არსებული გამოცდილებით, სამეწარმეო ინფრასტრუქტურითა და ძლიერი რეგიონული ქსელებით, იდეალურ პოზიციაშია ამ ინიციატივის წარსამართად.
უახლესი სიახლეები
მწვანე ქემფი და ჰაკათონი ბაკურიანში
ხუთდღიანი ბანაკი და ჰაკათონი ახალგაზრდებისთვის, 20–24 ივლისი 2026, სადაც გუნდები ქმნიან კლიმატისა და კატასტროფების რისკის შემცირების გადაწყვეტილებების პროტოტიპებს. რეგისტრაცია მალე გაიხსნება.
პარტნიორები



UNICEF მიისწრაფვის დაიცვას თითოეული ბავშვის უფლებები, დაიფაროს ისინი ზიანისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმისგან, რათა მათ შეძლონ ჯანმრთელად და განათლებულად გაიზრდონ და სრულად გამოავლინონ თავიანთი პოტენციალი. ეს საქმიანობა შეესაბამება UNICEF-ის გლობალურად აღიარებულ მანდატსა და ეროვნული პრიორიტეტების მხარდაჭერას.
