

Applications are now open for UNICEF’s UPSHIFT international programme, designed for young people aged 15-24. The programme aims to foster social innovation, entrepreneurship, leadership and problem-solving skills, empowering participants to develop solutions to challenges affecting their communities and the environment.
In 2026, UPSHIFT will be implemented in Tbilisi, Kutaisi, Ozurgeti, Batumi and Telavi, bringing together 150 young participants – 30 from each location.
UPSHIFT is a global UNICEF initiative that enables young people to identify social and environmental challenges, develop innovative solutions, and transform their ideas into projects with a positive social impact.
The programme’s learning modules include:
- სოციალური ინოვაციები
- დიზაინ აზროვნება
- ლიდერობა
- პროექტების მართვა
A special focus of the 2026 edition is placed on climate change, environmental protection and Disaster Risk Reduction (DRR), encouraging participants to develop innovative solutions that contribute to sustainable development and climate resilience.
UPSHIFT is a five-month intensive learning programme running from September 2026 to January 2027. The programme combines online learning with in-person workshops and activities, providing participants with both theoretical knowledge and practical experience.
The programme will conclude with a Demo Day, where participants will present their projects. The most promising initiatives will receive mini-grants to support the implementation of their ideas.
Applications are open until 31 August 2026.
რეგისტრაცია მიმდინარეობს UNICEF-ის საერთაშორისო პროგრამაში UPSHIFT, რომელიც განკუთვნილია 15-24 წლის ახალგაზრდებისთვის და მიზნად ისახავს სოციალური ინოვაციების, მეწარმეობისა და ლიდერული უნარების განვითარების ხელშეწყობას.
2026 წელს პროგრამა განხორციელდება თბილისში, ქუთაისში, ოზურგეთში, ბათუმსა და თელავში, სადაც ჯამში 150 ახალგაზრდა შეირჩევა სრულად დაფინანსებულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად (თითოეულ ლოკაციაზე – 30 მონაწილე).
UPSHIFT UNICEF-ის გლობალური ინიციატივაა, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, გამოავლინონ საზოგადოებისა და გარემოს წინაშე არსებული გამოწვევები, შეიმუშაონ მათი გადაჭრის ინოვაციური გზები და პრაქტიკაში განახორციელონ იდეები, რომლებიც დადებით სოციალურ გავლენას მოახდენს.
პროგრამის სასწავლო მოდულები მოიცავს:
- სოციალურ ინოვაციებს
- დიზაინ აზროვნებას (Design Thinking)
- ლიდერობას
- პროექტების მართვას
2026 წლის პროგრამის განსაკუთრებული მიმართულებებია კლიმატის ცვლილება, გარემოს დაცვა და კატასტროფების რისკის შემცირება (Disaster Risk Reduction – DRR), რაც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს იმუშაონ მდგრადი განვითარების მიმართულებით ინოვაციური გადაწყვეტილებების შექმნაზე.
UPSHIFT წარმოადგენს 5-თვიან ინტენსიურ სასწავლო პროგრამას, რომელიც 2026 წლის სექტემბრიდან 2027 წლის იანვრამდე გაგრძელდება. სწავლება მოიცავს როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ შეხვედრებს.
პროგრამის დასასრულს გაიმართება Demo Day, სადაც მონაწილეები საკუთარ პროექტებს წარადგენენ. საუკეთესო ინიციატივები დაჯილდოვდება მინი გრანტებით, რაც მათ იდეების პრაქტიკაში განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ 2026 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.


