

გაინტერესებს გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილება, ტექნოლოგიები და ინოვაციები? გსურს შენი იდეებით რეალური გავლენა მოახდინო საზოგადოებაზე და შექმნა ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ხელს შეუწყობს მეწყერების, წყალდიდობების, ექსტრემალური ამინდის მოვლენებისა და სხვა კლიმატური გამოწვევების მართვას?
მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა!
პროექტის ფარგლებში ცხადდება მონაწილეთა მიღება მწვანე ბანაკსა და ჰაკათონზე, რომელიც გაიმართება ბაკურიანში და გააერთიანებს 16-22 წლის ახალგაზრდებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეები:
- 🌱 გაიღრმავებენ ცოდნას კლიმატის ცვლილების, კატასტროფების რისკის შემცირებისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე;
- 💡 იმუშავებენ რეალურ გამოწვევებზე და შექმნიან ინოვაციურ იდეებსა და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს;
- 🤝 მიიღებენ მენტორების მხარდაჭერას და განავითარებენ გუნდური მუშაობის, ლიდერობისა და პრობლემების გადაჭრის უნარებს;
- 🚀 მონაწილეობას მიიღებენ ჰაკათონში და წარადგენენ საკუთარ პროექტებს ექსპერტების წინაშე.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 16-22 წლის ახალგაზრდებს თბილისიდან, ქუთაისიდან, ოზურგეთიდან, თელავიდან და ბათუმიდან, რომლებსაც აინტერესებთ გარემოს დაცვა, კლიმატური მდგრადობა, ინოვაციები, მეწარმეობა და ტექნოლოგიები.
📅 განაცხადების მიღება მიმდინარეობს ონლაინ ა/წ 2 ივლისის 16:00 საათამდე.
შემოგვიერთდი, განავითარე შენი უნარები, იმუშავე თანამოაზრეებთან ერთად და შექმენი იდეები, რომლებიც რეალურ ცვლილებებს მოიტანს! 🌍💚


