
Business and Technology University (BTU) successfully organised a Green Rising Camp and Hackathon in Bakuriani from 20-24 July within the framework of the project “Empowering Youth for Climate Resilience and Disaster Risk Reduction through Education and Technology-Based Solutions.” The five-day programme brought together 30 young participants selected from different regions of Georgia to develop innovative ideas and practical solutions addressing climate change, environmental protection, and disaster risk reduction.
The programme attracted more than 300 applications, from which 30 participants were selected through a competitive, fair and transparent process. Throughout the camp, participants took part in training sessions, practical workshops, team-building activities and a hackathon, where they developed community-oriented innovative initiatives with the support of Georgian and international experts and mentors.
A key highlight of the programme was the participation of experts and jury members from the KTH Royal Institute of Technology (Sweden). Their involvement carried particular significance, as the project is based on the UPSHIFT methodology – a Swedish approach to youth innovation and social entrepreneurship that was introduced in Georgia for the first time through a pilot initiative implemented jointly by BTU and UNICEF.
During the hackathon, participants were divided into six teams, each addressing a specific climate resilience challenge. Nemo focused on Energy Smart Communities, Greenovators developed solutions for Water Resilience, Sorty worked on Waste-Free Communities, RiverGuard addressed Environmental Data Collection and Monitoring, Greenfinity developed ideas for Flood and Disaster Prevention and Green Compromisers explored solutions for Climate-Resilient Agriculture. Supported by mentors and experts throughout the process, each team designed innovative projects aimed at delivering practical and sustainable solutions to climate-related challenges at the local level.
Over the course of the five-day programme, participants strengthened their knowledge and skills in climate change, environmental protection, disaster risk reduction (DRR), green skills, and social innovation. During the final stage of the hackathon, each team presented its project to an expert jury, which evaluated the proposals based on their level of innovation, implementation potential and expected social impact.
The Green Camp and Hackathon represents a significant milestone of the project. Following the programme, participants will continue refining and implementing their initiatives within their local communities, contributing to stronger youth engagement in climate action, environmental protection, and disaster risk reduction while creating sustainable, long-term impact across different regions of Georgia.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით და UNICEF-ის მხარდაჭერით, 20-24 ივლისს, დაბა ბაკურიანში, პროექტის „ახალგაზრდების გაძლიერება კლიმატური მდგრადობისა და კატასტროფების რისკის შემცირებისთვის განათლებისა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების გზით“ ფარგლებში, წარმატებით გაიმართა მწვანე ბანაკი და ჰაკათონი. ხუთდღიანმა პროგრამამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შერჩეული 30 ახალგაზრდა გააერთიანა, რომლებმაც კლიმატის ცვლილებების, გარემოს დაცვისა და კატასტროფების რისკის შემცირების მიმართულებით ინოვაციურ იდეებსა და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე იმუშავეს.
ბანაკში მონაწილეობის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე 300-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა, რომელთა შეფასების შედეგად 30 მონაწილე შეირჩა. პროგრამის განმავლობაში ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენინგებში, პრაქტიკულ სამუშაო სესიებში, გუნდურ აქტივობებსა და ჰაკათონში, სადაც ქართველი და საერთაშორისო ექსპერტებისა და მენტორების მხარდაჭერით შეიმუშავეს ადგილობრივ თემებზე მორგებული ინოვაციური ინიციატივები.
პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო შვედეთიდან, სტოკჰოლმის სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან (KTH) მოწვეული ექსპერტებისა და ჟიურის წევრების მონაწილეობა. მათი ჩართულობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებდა, რადგან პროექტი ეფუძნება UPSHIFT-ის მოდელს – ახალგაზრდული ინოვაციებისა და სოციალური მეწარმეობის შვედურ მიდგომას, რომელიც საქართველოში პირველად BTU-სა და UNICEF-ის თანამშრომლობით განხორციელებული საპილოტე ინიციატივის ფარგლებში დაინერგა.
ჰაკათონის ფარგლებში მონაწილეები ექვს გუნდად გადანაწილდნენ და კლიმატის ცვლილებებისა და კატასტროფების რისკის შემცირების სხვადასხვა მიმართულებით იმუშავეს. გუნდი Nemo ენერგოეფექტური და მდგრადი თემების (Energy Smart Communities), Greenovators – წყლის რესურსების მდგრადობის (Water Resilience), Sorty – ნარჩენების შემცირებისა და ნარჩენებისგან თავისუფალი თემების (Waste-Free Communities), RiverGuard – გარემოსდაცვითი მონაცემების შეგროვებისა და მონიტორინგის (Environmental Data Collection), Greenfinity – წყალდიდობებისა და სხვა ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის (Flood & Disaster Prevention), ხოლო Green Compromisers – კლიმატის ცვლილებებისადმი მდგრადი სოფლის მეურნეობის (Climate-Resilient Agriculture) მიმართულებით მუშაობდნენ. თითოეულმა გუნდმა ექსპერტებისა და მენტორების მხარდაჭერით შეიმუშავა ინოვაციური პროექტები, რომლებიც ადგილობრივ დონეზე კლიმატურ გამოწვევებზე პრაქტიკული და მდგრადი გადაწყვეტილებების დანერგვას ისახავს მიზნად.
ხუთდღიანი პროგრამის განმავლობაში მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა კლიმატის ცვლილებების, გარემოს დაცვის, კატასტროფების რისკის შემცირების (DRR), მწვანე უნარებისა და სოციალური ინოვაციების მიმართულებით. ჰაკათონის დასკვნით ეტაპზე გუნდებმა საკუთარი პროექტები ექსპერტთა ჟიურის წარუდგინეს, სადაც შეფასდა როგორც ინოვაციურობა, ასევე იდეების განხორციელების პოტენციალი და მათი სოციალური გავლენა.
მწვანე ბანაკი და ჰაკათონი წარმოადგენს პროექტის მნიშვნელოვან ეტაპს. პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები გააგრძელებენ საკუთარი ინიციატივების განვითარებასა და განხორციელებას ადგილობრივ თემებში, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას კლიმატის ცვლილებების, გარემოს დაცვისა და კატასტროფების რისკის შემცირების მიმართულებით და შექმნის მდგრად, გრძელვადიან გავლენას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.


